12
  • ახალგაზრდა მეწარმეების ხუთი უმნიშვნელოვანესი უნარი

    Blog

  • 5 დამღუპველი შეცდომა სტარტაპის დროს

    Blog

  • Blog

  • ინოვაციური გამოგონებები

    Blog

  • საკუთარ თავში ინვესტირება, როგორც ბიზნესის წარმატების საფუძველი

    Blog

  • 20 წიგნი, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ

    Blog

  • 14 გზა წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად

    Blog

  • როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი

    Blog

  • Eat. Study. Pray for work

    Blog

  • How to turn your idea into a real business?

    Blog

  • CBC 2016 წლის გამარჯვებულები

    Blog

  • როგორ გავყიდოთ აპლიკაცია საერთაშორისო ბაზარზე

    Blog

  • Blog



    მარიამ რუსიშვილი

    თუ თქვენს ბავშვობაში, ისევე როგორც ჩემსაში, სმარტფონები ჯერ კიდევ არ არსებობდა და კომპიუტერული თამაშების ნაცვლად, ასფალტზე ნათამაშები დაჭერობანასა და წრეში ბურთის გამო მუხლები გქონდათ გადაყვლეფილი, გემახსოვრებათ თამაშის დაწყების წინა რიტუალი, არჩევანი - არადანის წესი, სადაც ისე უნდა აგერჩიათ თანაგუნდელები რომ თამაში უპირობოდ თქვენ უნდა მოგეგოთ. თუ სხვებზე სწრაფი იქნებოდით და არჩევანის უფლებას მოიპოვებდით შეგეძლოთ ყველაზე კარგი მოთამაში თქვენს გუნდში გყოლოდათ - მაღლები, ძლიერები, გამხდრები და მოქნილები, ხოლო ვინც სწრაფად ვერ დარბოდა და ბურთსაც ვერ იცილებდა - ისინი მორცხვად ელოდებოდნენ როდის მოვიდოდა მათი არჩევის რიგი. ამის შემდეგ თამაში იწყებოდა და გუნდის წარმატება უკვე აღარ იყო დამოკიდებული არჩევანსა და არადანზე.

    არჩევანისა და არადანის თაობა გაიზარდა, მან ეზოებიდან სკოლებში გადაინაცვლა, რომლის შემდეგაც ახალი არჩევანის დრო დადგა - პროფესიის არჩევის.  ისინი ვინც გუშინ წრეში ბურთის თამაშისას აკეთებდნენ არჩევანს, დღეს მომავალ პროფესიას ირჩევენ.  მაგრამ არჩევის წესი იგივე დარჩა, ჩვენ ისევ ვცდილობთ ავირჩიოთ ის, რაც საუკეთესოდ გვეჩვენება და უპირობო წარმატებას გვპირდება. ზოგიერთ შემთხვევაში პროფესია მოქნილი მოთამაშესავითაა, იცი რომ სწორედ მასზე უნდა გააკეთო არჩევანი, ეს არის შენი მოწოდება და  საქმე. თუმცა ასე იშვიათად ხდება და ზოგიერთებს, მათ შორის მეც, საყვარელი საქმის პოვნამდე გრძელი გზის გავლა უწევს.

    პროფესიის პირველი გაუცნობიერებელი ეტაპი შენი თავის მოძებნა ჰუმანიტარისა - და ტექნიკური საგნების ორად გაყოფილ წრეზე, როდესაც თავს რომელიმე ნახევარ წრეს მიაკუთვნებ, პროფესიებიც ორად იყოფა: საშენო და არასაშენო. თუკი სკოლაში მათემატიკა არ გიყვარდა მაშინ შენც იმავე ნახევარწრეში ხარ, რომელშიც მე და პროფესიების სიაც თანდათან მოკლდება.
    მაშინ, როდესაც ზუსტად ვიცით რისი კეთება არ გვინდა მომავალში, ვფიქრობთ რამდენად პრესტიჟულია ესა თუ ის პროფესია, რამდენად უკავშირდება ჩვენს ინტერესებს და როგორ ანაზღაურებას გვპირდება.  გარდა ამისა, პროფესიები ერთიანდება წარმოსახვით კატეგორიაში იმის მიხედვით, თუ სად შეიძლება დავსაქმდეთ. დღეისათვის ყველაზე მიმზიდველი სამუშაო სივრცე კერძო სექტორია, ამას მოსდევს საჯარო სამსახურები, სამეცნიერო მუშაობა და ბოლოს კრეატიული მეწარმეობა, სწორედ ამაზე მსურს საუბარი.

    მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად კრეატიული მეწარმეობის სექტორიც თანდათან იზრდება და პოპულარული ხდება, დღეისათვის ცოტა ადამიანი თუ განიხილავს მას როგორც მომავალ საქმიანობას და არ ითვალისწინებს იმ შესაძლებლობებს პროფესიის შერჩევისას, რომელსაც კრეატიული მეწარმეობის სექტორი იძლევა.
    თუმცა არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც პროფესიის შერჩევისას აუცილებლად უნდა განიხილოთ.

    პირველ რიგში კრეატიული მეწარმეობა ნიშნავს რაღაც ახლის შექმნას, ძველის გაუმჯობესებას ან არსებული პროდუქტისა თუ სერვისების კომბინირებას მათი ეფექტურობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
    entrepreneurship-ი საშუალებას გაძლევს შენი მოწოდება და ჰობი აქციო შენს საქმიანობად, იყო საკუთარი თავის უფროსი, იმუშაო შენი წარმატებისა და საზოგადოებისათვის ღირებული პროდუქტის შექმნისათვის.  ამასთანავე კრეატიული მეწარმეობა არ შემოიფარგლება ერთი სფეროთი, არამედ მოიცავს ყველაფერს, რაშიც ადამიანი შეიძლება იყოს დასაქმებული. სწორედ ამიტომ მოქნილია და გაძლევს შესაძლებლობას დაკავებული იყო მრავალმხრივი საქმიანობით. ეს კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ პროფესიის შერჩევისას. გარდა ამისა,  აუცილებლად უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიცვლება სამყარო უახლოეს მომავალში, რა გავლენას იქონიებს ტექნოლოგიებსა და კომუნიკაციებში მიმდინარე ცვლილებები პროფესიების გაქრობასა და შექმნაზე და რაც მთავარია, იფიქრეთ იმაზე, რამდენად შეესაბამება თქვენს მიერ შერჩეული პროფესია იმ გარემოსა და სივრცეს, რომელშიც გსურთ მუშაობა; და რამდენად გაძლევთ არჩეული საქმე ცვლილებების საშუალებას, რათა 30 წლის შემდეგ არ გაიღვიძოთ და არ აღმოაჩინოთ, რომ თქვენი ოცნებები არ ასრულდა, რადგან 18 წლის „მე“მ არასწორი არჩევანი გააკეთა.

     
    არჩევანისა და არადანის შემდეგ პროფესიის შერჩევა მარტივი არაა, მისი შეცვლა ალბათ კიდევ უფრო რთული, თუმცა ყველაზე ძნელი ალბათ ისაა აკეთო ის, რისი კეთებაც არ გსიამოვნებს და სამსახური ყოველდღიურ უსიამოვნო მოვალეობად გექცეს, ამიტომ კარგად დაფიქრდით რა არის თქვენი მოწოდება და რომელი პროფესია მოგცემთ საშუალებას იყოთ ბედნიერი და წარმატებული.

    “How in the hell could a man enjoy being awakened at 8:30 a.m. by an alarm clock, leap out of bed, dress, force-feed, shit, piss, brush teeth and hair, and fight traffic to get to a place where essentially you made lots of money for somebody else and were asked to be grateful for the opportunity to do so? ”