12
  • Blog

  • 14 გზა წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად

    Blog

  • CBC 2016 წლის გამარჯვებულები

    Blog

  • ახალგაზრდა მეწარმეების ხუთი უმნიშვნელოვანესი უნარი

    Blog

  • How to turn your idea into a real business?

    Blog

  • Eat. Study. Pray for work

    Blog

  • საკუთარ თავში ინვესტირება, როგორც ბიზნესის წარმატების საფუძველი

    Blog

  • 20 წიგნი, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ

    Blog

  • ინოვაციური გამოგონებები

    Blog

  • 5 დამღუპველი შეცდომა სტარტაპის დროს

    Blog

  • როგორ გავყიდოთ აპლიკაცია საერთაშორისო ბაზარზე

    Blog

  • როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი

    Blog

  • Blog

    20 წიგნი, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ



    ახალგაზრდა მეწარმეობა არის უდიდესი გამოწვევა თანამედროვე ბიზნეს სამყაროში. 


    თქვენი ცოდნა შეიძლება არ იყოს გამოცდილი მეწარმის საფეხურზე, მაგრამ მეორე მხრივ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი ასაკიდან გამომდინარე შეგიძლიათ ისწავლოთ სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად და მარტივად.


    ქვემოთ ჩამოთვლილი წიგნები დაგეხმარებათ მიიღოთ თეორიული ცოდნა, გაეცნოთ პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც გამოგადგებათ, როგორც ცხოვრებაში, ასევე ბიზნეს სფეროში და დაგეხმარებათ გახდეთ უფრო წარმატებულები.


    მოცემული წიგნები განავითარებს თქვენში მეწარმის უნარებს და მოგცემთ რჩევებს, როგორ გადალახოთ დაბრკოლებები წარმატებისკენ სწრაფვის პროცესში.


    • How to win friends and influence people (Dale Carnegie)

    წიგნი გვასწავლის არა მხოლოდ იმას, თუ როგორ მოვიქცეთ საზოგადოებაში, არამედ გვიჩვენებს გზას, როგორ გავხდეთ წარმატებული მეწარმე.


    • The Psychology of selling  (Brian Tracy)

    კარგი გაყიდვების ტექნიკა არ ნიშნავს მხოლოდ პროდუქტის გაყიდვას. წარმატებულ მეწარმეს უნდა შეეძლოს საკუთარი იდეის და ბრენდის გაყიდვაც.

    შესაძლებელია გქონდეთ ძალიან კარგი პროდუქტი, მაგრამ ადამიანებს არ უყვარდეთ თქვენი კომპანია.

    ეს წიგნი დაგეხმარებათ ჩამოყალიბდეთ, როგორც მაღალი დონის გაყიდვების სპეციალისტი.


    • Who Moved My Cheese? An Amazing way to Deal With Change in Your work and in Your Life (Spencer Johnson)

    წიგნი შედგება ოთხი ნაწილისგან, რომელიც წარმოგვიჩენს ოთხი ტიპის ადამიანს და მათ განსხვავებულ მიდგომებს ერთი კონკრეტული საკითხის მიმართ.

    ეს წიგნი ახალგაზრდა მეწარმეებს აძლევს საშუალებას შეიცნონ საკუთარი თავი და აირჩიონ სწორი გზა ბიზნესში წარმატების მისაღწევად.


    • Rich Dad, Poor Dad (Robert Kiyosaki and Sharon Lechter)

    ხშირად ახალგაზრდა მეწარმეებს აქვთ იმაზე მცირე ფინანსური განათლება, ვიდრე სხვა უფრო გამოცდილ კონკურენტებს.

    წიგნი დაგეხმარებათ სწრაფად დაეუფლოთ იმ ძირითად ფინანსურ უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა წარმატებული ბიზნესის მართვისთვის.


    • Rich woman (Kim Kiyosaki)

    წიგნის ავტორი თვლის, რომ ქალებმა უნდა ისწავლონ ფინანსების ეფექტური მართვა,

    ისინი არ უნდა იყვნენ დამოკიდებულნი მამაკაცებზე. 

    ავტორი გვიყვება ფულის ძალაზე და მისი სწორედ განკარგვის შედეგებზე.

    მისი თქმით ფინანსების ქონა და შემდგომ მათი სწორედ მართვა ეხმარება ქალს გახდეს უფრო დამოუკიდებელი და წარმატებული.


    • Thinking, Fast and Slow (Daniel Kahneman)

    ავტორი წარმოაჩენს გონების ემოციურ და ლოგიკურ ნაწილებს, მათ გავლენას წარმატებაზე, მენტალიტეტზე, შესწავლის უნარსა და ბიზნესის ეფექტურად

     წარმოებაზე.


    • The Startup of You: Adapt to the future, Invest in Yourself, and Transform Your Career (Reid Hoffman)

    LinkedIn-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, თავის წიგნში გვასწავლის იმ მნიშვნელოვან საფეხურებს, რომელთა გავლაც საჭიროა წარმატებული კარიერის შესაქმნელად.

    აღნიშნული წიგნი ახალგაზრდებს ეხმარება იფიქრონ, როგორც მეწამეებმა და ამასთანავე ასწავლის მათ, თუ როგორი თანამშრომლები უნდა შეარჩიონ საკუთარი ბიზნესის დაწყების შემთხვევაში


    • The 4-Hour Workweek (Timothy Ferriss)

    ყველა დამწყებ მეწარმეს სურს მართოს თავისი ბიზნესი მარტივად და მცირე დანახარჯებით, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი რესურსის მცირე დანახარჯით, როგორიცაა დრო.

    წიგნში წარმოდგენილია ყველა ის ხერხი, რაც დაგეხმარებათ უფრო ეფექტურად მართოთ თქვენი დრო.


    The 100$ Startup (Chris Gillebeau)

    საუკეთესო წიგნი, იმათთვის ვინც არის მოტივირებული მაგრამ არ აქვს საკმარისი თანხები ბიზნესის წარმოებისთვის. ავტორი წარმოგიდგენთ 50 გასაოცარ ისტორიას მეწარმეების შესახებ, რომლებმაც მცირე თანხებით შეძლეს წარმატების მიღწევა.


    • Click Millionaires (Scott Fox)

    წიგნი დაგეხმარებათ ისწავლოთ, როგორ მართოთ თქვენი ონლაინ ბიზნესი თანამედროვე ტექნიკის დახმარებით. თქვენ გაიგებთ უფრო მეტს ონლაინ ბიზნესის მნიშვნელობაზე თანამედროვე სამყაროში.


    • The E-Myth Revisited (Michael E. Gerber)

    არსებობს მრავალი მცდარი შეხედულება და მოსაზრება, თუ როგორ გავხდეთ წარმატებული მეწარმე, ზოგჯერ ამ მცდარ შეხედულებებს უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია თქვენს წარმატებაზე.

    ავტორი ანგრევს ყველა მითს და გაძლევთ რეალურ ინფორმაციას წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად საჭირო ნაბიჯებზე. 


    • Crush It (Gary Vaynerchuk)

    წიგნში ჩამოთვლილია ყველა ის მიზეზი, თუ რატომ უნდა შეწყვიტოთ პასიურობა და უბრალო ოცნება თქვენს მომავალზე.

    ავტორი გირჩევთ გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და შეიქმნათ თქვენი მომავალი, ეფექტური ბიზნეს საქმიანობის შედეგად.


    • Founders at Work (Jessica Livingston)

    წიგნში მოცემულია ინტერვიუები, ჩვენი დროის წარმატებულ მეწარმეებთან. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ მათ მიერ გავლილი გზა და დაბრკოლებები, წარმატებული ბიზნესის შექმნის პროცესში.


    • The Art of Non-Conformity (Chris Gillebeau)

    შესანიშნავი წიგნი ახალგაზრდა მეწარმეების შთაგონებისთვის, წიგნში გადმოცემულია ის საფეხურები, რომელიც უნდა გაიაროთ წარმატების მისაღწევად.


    • The Learn Startup (Eric Ries)

    წიგნში გადმოცემულია ბიზნესის მართვისთვის სასარგებლო მეცნიერული და ინტუიციური მიდგომები, რომლებიც დაეხმარებათ ახალგაზრდა მეწარმეებს ბიზნესის მართვაში.


    • The Entrepreneur Mind (Kevin D. Johnson)

    ჩვენს წარმატებას ჩვენი ყოველდღიური ფიქრები განაპირობებენ. ნეგატიური აზრები, არ დაგეხმარებათ არც ცხოვრებაში და მითუმეტეს არც ბიზნეს საქმიანობაში.

    ავტორი წარმოგვიდგენს განსხვავებულ გზებს, როგორ უნდა იფიქრონ ახალგაზრდა მეწარმეებმა, რომ მათი ბიზნესი გახდეს მზარდი.


    • Business Model Generation (Alexander Osterwalder)

    სხვადასხვა ფოტოებით, გამოსახულებებითა და გრაფიკებით გაფორმებული წიგნი, გვასწავლის ეფექტური ბიზნეს გეგმის შედგენის ხერხებს. სწორედ დაგეგმილი ბიზნეს გეგმა არის წარმატებული ბიზნესის შექმნის საწინდარი.



    • Rework (Jason Fried, David Hansson)

    წიგნის ავტორებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავეს გეგმა, რომელიც დაეხმარებათ ახალგაზრდა მეწარმეებს განავითარონ ბიზნესი უფრო სწრაფად.



    • The Hard Thing About Hard Things (Ben Horowitz)

    წიგნი  გვასწავლის, როგორ ავირიდოთ და გადავჭრათ პრობლემები მარტივად. ასევე როგორ დავიწყოთ ბიზნესი და გავხდეთ კარგი მმართველი.


    • My Philosophy for Successful Living (Jim Rohn)

    წიგნში აღწერილია ის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები, რაც წარმატებული ცხოვრების უკან დგას.ავტორი ფიქრობს, რომ წარმატებული ცხოვრება არ ნიშნავს მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს, წარმატებულმა მეწარმემ  უნდა მოუტანოს სარგებელი ადამიანებს.