12
  • Blog

  • ინოვაციური გამოგონებები

    Blog

  • საკუთარ თავში ინვესტირება, როგორც ბიზნესის წარმატების საფუძველი

    Blog

  • 20 წიგნი, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ

    Blog

  • 14 გზა წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად

    Blog

  • როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი

    Blog

  • 5 დამღუპველი შეცდომა სტარტაპის დროს

    Blog

  • ახალგაზრდა მეწარმეების ხუთი უმნიშვნელოვანესი უნარი

    Blog

  • Eat. Study. Pray for work

    Blog

  • How to turn your idea into a real business?

    Blog

  • CBC 2016 წლის გამარჯვებულები

    Blog

  • როგორ გავყიდოთ აპლიკაცია საერთაშორისო ბაზარზე

    Blog

  • Blog

    5 დამღუპველი შეცდომა სტარტაპის დროს



    სტარტაპების წარუმატებლობა ბუნებრივი მოვლენაა, მათი 90% წარუმატებელია, ამის ძირითადი მიზეზები ერთგვაროვანია.

    ადამიანები ერთიდაიგივე შეცდომებს უშვებენ, მათ არ უყვართ სხვათა შეცდომაზე სწავლა და სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი, თუ რატომ ხდებიან ხშირად სტარტაპები წარუმატებლები.


    გავრცელებული შეცდომების არიდება, ნებისმიერ დამწყებ მეწარმეს მისცემს ბევრად მეტ შანს გახდნენ უფრო წარმატებულები.

    წარმოგიდგენთ რამდენიმე ძირითად შეცდომას, რომლებიც ჩვენი აზრით ძალიან ნეგატიურად მოქმედებენ ნებისმიერ სტარტაპზე:


    1. მოუმზადებლობა


    ვერავინ გაირბენს მარათონს, შესაბამისი მომზადების გარეშე, იგივეს თქმა შეიძლება ბიზნესზეც, რომელიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც გრძელი მარათონი, რომელიც არასდროს მთავრდება.

    ამ მარათონზე კარგად გამოსვლა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თუ თქვენ წინასწარ მომზადებული ხართ მისთვის.

    მომზადებაში იგულისხმება შესაბამისი თვისებების და ცოდნის გამომუშავება, ასევე იმის კარგად გააზრება თუ რა გელით წინ და რისკენ მიდიხართ.


    2. პროფესიონალიზმის ნაკლებობა


    ბიზნესი მრავალკომპონენტიანი საქმიანობაა, შესაძლოა მისი ცალკეული ელემენტის შესრულება პროფეიონალიზმის მაღალი დონით შეგეძლოთ, თუმცა ყველაფერში პროფესიონალი ვერ იქნებით.

    ამის გათვალისწინებით, უნდა შეეცადოთ, თქვენი ბიზნესის თითოეული სფერო ისეთ ადამიანებს ჩააბაროთ, რომლებსაც კარგათ ესმით იგი.


    მაგ: არაფერი იმაზე დამღუპველი არ არის, როგორც ცუდი ბუღალტერი ან მენეჯერი, რომელმაც არ იცის როგორ მოახდინოს კადრების მოტივირება.


    3. გადიდგულება


    შესაძლოა ყველაფერი კარგად წავიდეს, გქონდეთ შემოსავალი და ამით გათამამებულებმა არასწორედ დახარჯოთ ფული, არ მოახდინოთ რეინვესტიცია, არ უზრუნელყოთ შემდგომი ბიზნეისს განვითარება, ყველაფერი ეს განაპირობებს თქვენი ბიზნესის წარუმატებლობას ახლო მომავალში.

    მაგ: უცებ ბევრი დასაქმებულის აყვანა, ძვირადღირებული ტექნიკის შეძენა, დიდ ოფისში გადასვლა, რომელიც არ გჭირდებათ ამ ეტაპზე და ა.შ.


    4.ცუდი დელეგირება


    ნებისმიერი ტიპის ბიზნესის წარუმატებლობის კლასიკური მიზეზი ცუდი დელეგირებაა.

    დელეგირება მთელი ხელოვნებაა, იგი მოიცავს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა დავალების სწორედ მიცემა და კონტროლი, დასაქმებულების მოტივირება და ა.შ.

    სამწუხაროდ მეწარმეთა უმრავლესობა ვერ ახორციელებს სწორ დელეგირებას, ისინი ამავდროულად ვერ ახორციელებენ თავიანთი დასაქმებულების სწორ მოტივაციასაც, რასაც საბოლოო ჯამში მთლიანად ბიზნესისი წარუმატებლობა მოყვება.


    5წარუმატებლობის შიში


    ძველი ჩინური სიბრძნე გვეუბნება, რომ  „ტკივილზე უფრო მტკივნეულია ტკივილის შიში“, სწორედ ასეა ბიზნესშიც, წარუმატებლობის შიშმა შესაძლოა ბევრი ნეგატივი მოუტანოს თქვენს ბიზნეს საქმიანობას, რაც საბოლოო ჯამში რეალურ წარუმატებლობად შეიძლება იქცეს.