12
  • როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი

    Blog

  • ახალგაზრდა მეწარმეების ხუთი უმნიშვნელოვანესი უნარი

    Blog

  • 5 დამღუპველი შეცდომა სტარტაპის დროს

    Blog

  • CBC 2016 წლის გამარჯვებულები

    Blog

  • ინოვაციური გამოგონებები

    Blog

  • როგორ გავყიდოთ აპლიკაცია საერთაშორისო ბაზარზე

    Blog

  • 20 წიგნი, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ

    Blog

  • Blog

  • 14 გზა წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად

    Blog

  • How to turn your idea into a real business?

    Blog

  • Eat. Study. Pray for work

    Blog

  • საკუთარ თავში ინვესტირება, როგორც ბიზნესის წარმატების საფუძველი

    Blog

  • Blog

    How to turn your idea into a real business?



    ადამიანის გონებაში ახალი იდეები მუდმივად იბადება. კრეატიული აზროვნებისა და შემოქმედებითად ფიქრის უნარის დამსახურებით შესაძლებელია წარმოუდგენელი იდეების რეალურად ქცევა და დიდი სარგებლის მიღებაც!

    შესაძლოა ფიქრობთ, რომ თქვენი იდეა სწორედ ამგვარია! თუმცა ერთია გქონდეს კრეატიული ბიზნეს იდეა, და მეორე - აქციო ის რეალურად.

    თუკი თქვენ დამწყები მეწარმე ხართ და აპირებთ თქვენი ბიზნესი წამოიწყოთ, გირჩევთ რამდენიმე საკითხი დიდი ყურადღებით შეისწავლოთ!


    • გააანალიზეთ, რა პრობლემას გადაჭრის თქვენი იდეა?


    ინოვაციური იდეის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მას არსებული პრობლემის გადაჭრა შეუძლია. განვიხილოთ პრაქტიკული მაგალითი. Microsoft-მა ახლახანს შექმნა თანამედროვე, დახვეწილი ეკრანი. მას გააჩნია მოსახერხებელი, მოძრავი საყრდენი, რომლიც საშუალებას იძლევა ეკრანი სასურველ პოზიციაში დავაფიქსიროთ. ეს განაკუთრებით ხელსაყრელია მხატვრებისათვის, რადგან მათ შეუძლიათ ეკრანი გამოიყენონ როგორც თანამედროვე მოლბერტი, აირჩიონ სასურველი ფერები, კომფორტულად მოთავსდნენ სავარძლებში და შექმნან გასაოცარი შედევრები.

    როგორც ვხედავთ, განხილული იდეის ავტორი პრობლემას სწორად მიხვდა. მოუხერხებელ ეკრანზე მუშაობა დიზაინერებისა თუ მხატვრებისათვის კომფორტული არ იქნებოდა. მისმა ინოვაციურმა იდეამ კი პრობლემა ნამდვილად გადაჭრა!


    • შეარჩიეთ სამიზნე ჯგუფი.


    იდეის ბიზნესად გქცევისას ერთ-ერეთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს სამიზნე ჯგუფის სწორად შერჩევა წარმოადგენს. პირველ რიგში თქვენ უნდა განსაზღვროთ საზოგადოების რომელ კატეგორიას დააინტერესებს თქვენი პროდუქცია თუ მომსახურება ყველაზე მეტად. მაგალითად თუკი ყიდით სამშენებლო მასალას, თქვენი პროდუქტი სამშენებლო კომპანიებსა და დეველოპერებს ნამდვილად დააინტერესებს!


    • შექმენი ფინანსური გეგმა


    მაშინ როდესაც, განსაზღვრეთ რა პრობლემის გადაჭრას ემსახურება თქვენი იდეა და  სამიზნე ჯგუფიც შეარჩიეთ, დროა რეალური ფინანსური გეგმის შედგენაზე იფიქროთ. ბიზნესში წარმატების მიღწევა იოლი საქმე სულაც არ არის. ძლიერი ფინანსური გეგმის შექმნა თქვენი მთავარი იარაღი შეიძლება გახდეს. ბიზნესის სუფთა ფურცლიდან დაწყებიბსას სასურველია წინასწარ იყოს გაწერილი მომავალი 6 თვის გეგმა მაინც, უკეთეს შემთხვევაში 1 წლის. ფინანსური გეგმა, შეიძლება ითქვას, ყველაზე საყურადღებო ელემენტია, რომელიც დამწყებმა მეწარმეებმა დეტალურად უნდა შეისწავლონ.

    რა თქმა უნდა, ზემოთ განხილული რჩევების გარდა, სხვა უამრავი სკაითხის შესწავლაც მოგიწევთ. იდეის რეალობად ქცევა დიდ შრომას, მოთმინებასა და გამძლეობას მოითხოვს!


    დროა, დაიწყოთ საკითხის ძირეული შესწავლა და თქვენი ინოვაციური იდეების მომგებიან ბიზნესებად ქცევა!