12
  • 20 წიგნი, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ

    Blog

  • Blog

  • 14 გზა წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად

    Blog

  • CBC 2016 წლის გამარჯვებულები

    Blog

  • ახალგაზრდა მეწარმეების ხუთი უმნიშვნელოვანესი უნარი

    Blog

  • How to turn your idea into a real business?

    Blog

  • Eat. Study. Pray for work

    Blog

  • საკუთარ თავში ინვესტირება, როგორც ბიზნესის წარმატების საფუძველი

    Blog

  • ინოვაციური გამოგონებები

    Blog

  • 5 დამღუპველი შეცდომა სტარტაპის დროს

    Blog

  • როგორ გავყიდოთ აპლიკაცია საერთაშორისო ბაზარზე

    Blog

  • როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი

    Blog

  • Blog

    როგორ გავყიდოთ აპლიკაცია საერთაშორისო ბაზარზე



    ხშირად დეველოპერები საკუთარ პროდუქციას საზღვარგარეთ ყიდიან, რაც მეტად მომგებიანია მათი საქმიანობისათვის.

    აპლიკაციებს გლობალური ხასიათი გააჩნიათ, ამიტომ მათი საერთაშორისო ბაზარზე გატანა აუცილებელია. დეველოპერები ხშირად ეძებენ ახალ, აქტიურ მომხმარებლებს უცხო ქვეყნებში. ეს პროცესი, თავის მხრივ, ავითარებს ბიზნესს და აპლიკაციის მომხმარებელთა რიცხვსაც მნიშვნელოვნად ზრდის.

    დეველოპერები ქმნიან აპლიკაციების ფართო არჩევანს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები მომხმარებლებისთვის. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აპლიკაციის მასშტაბურობას. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ბაზარზე შეღწევა მარტივი სულაც არ არის.

    ამ დროს, გასათვალისწინებელია კონკრეტული ტიპის მომხმარებლების მისწრაფებები, უპირატესობები, კულტურა და სხვა ადგილობრივი ცვალებადობები, რომელთაც შეუძლიათ შეაფერხონ საუკეთესო სტრატეგიული გეგმებიც კი. ამიტომაც, ასე უბრალოდ ვერ მოხერხდება თამაშის ან აპლიკაციის აღება ერთი ბაზრიდან და მისი შეტანა სხვა ბაზარზე, თუკი ის არ მოერგო შესაბამისი ბაზრის მოთხოვნილებებს.

    განვიხილოთ 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც საზღვარგარეთ აპლიკაციის გაშვებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ


        1.  ენა

    როგორც წესი, საერთაშორისო ბაზარზე შესვლისას, ერთ-ერთ ბარიერად გვევლინება აპლიკაციის ენა. მიუხედავად ამისა, ეს რთულად გადასაჭრელი პრობლემა სულაც არ არის. გაგიკვირდებათ, მაგრამ ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა, ჰონგ-კონგი, სინგაპური და მალაიზია, უმეტეს შემთხვევაში საერთაშორისო ენაზე მხოლოდ აპლიკაციის ძირითადი ნაწილი, მისი შინაარსია წარმოდგენილი. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, დეტალური თარგმანი აუცილებელი სულაც არ არის, მთავარია მომხმარებელმა შეძლოს სწორად აღიქვას თქვენი მომსახურების შინაარსი და შეძლოს აპლიკაციის წაკითხვა.


    2. შინაარსი

    აპლიკაციის მომგებიანად გაყიდვისას დიდ როლს თამაშობს იმ ადგილმდებარეობის უპირატესობები, სადაც აპლიკაციის გაშვება ხდება. დღეს, "გეიმ" დეველოპერებისთვის ყველაზე შემოსავლიანი ბაზარი არის სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ავსტრალიაში. აღანიშნავია ისიც, რომ საუკეთესოდ გაყიდვადი თამაშები, რეალურად, ერთმანეთისაგან უმნიშვნელოდ განსხვავდება . მაგალითად, ავსტრალიელ მყიდველებს მოსწონთ სპორტული , ხოლო აზიელებს უფრო მეტად სტრატეგიული და მრავალპროფილიანი თამაშები. ასე რომ, დეველოპერები ამ ბაზრებზე ვალდებულნი არიან დაეყრდნონ მოცემულ ინფორმაციას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თითოეული ქვეყანა განსხვავდება თავისი მოთხოვნილებებით თამაშის შინაარსისა და კატეგორიის თვალსაზრისით, თუმცა თუ პროდუქტი მაღალი ხარისხით არის წარმოდგენილი, მას მაინც დიდი შანსი აქვს კონკურენტუნარიან ბაზრებზე თავის დამკვიდრებისა.


    3. ტესტირება

    კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობაში შესაძლებელია აპლიკაციის ტესტირება ძალიან მარტივად, ხელმისაწვდომ ფასში. ეს ხელს უწყობს მოცემული ბაზრის მოთხოვნილებების შესწავლას და მათზე მორგებული პროდუქციის შექმნას. ამისათვის ყველაზე ხელსაყრელი სივრცე არის ონლაინ მარკეტინგული პლატფორმა, რომელიც დეველოპერებს ეხმარება აქტიური მომხმარებლების მოძიებაში. ტესტირებით ასევე შესაძლებელია წინასწარ განსაზღვრო, თუ რომელ ბაზარზე არის უკეთესი ინვესტიციების განხორციელება. შესაბამისად, პირველ ეტაპზე, თითოეულ ბაზარზე მარკეტინგული მცირე ბიუჯეტის გამოყენება ბევრად უფრო მომგებიანია ამ ბაზრებზე მორგებული ახალი პროდუქტის რეალიზაციისთვის.

    ზემოთ განხილული ფაქტორებიდან გამომდინარე, კულტურულ განსხვავებებსა თუ  ენის ბარიერებს იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს , რამდენადაც მხიარული, გასართობი პროდუქტით ბაზრების მომარაგებას.  დღესდღეისობით, დეველოპერები  ცდილობენ შექმნან თითოეული ქვეყნის ბაზარზე მორგებული აპლიკაციები და თამაშები, რათა მათმა პროდუქციამ  უნივერსალური და მასშტაბური სახე მიიღოს.