12
  • როგორ გავყიდოთ აპლიკაცია საერთაშორისო ბაზარზე

    Blog

  • Blog

  • ახალგაზრდა მეწარმეების ხუთი უმნიშვნელოვანესი უნარი

    Blog

  • 5 დამღუპველი შეცდომა სტარტაპის დროს

    Blog

  • ინოვაციური გამოგონებები

    Blog

  • საკუთარ თავში ინვესტირება, როგორც ბიზნესის წარმატების საფუძველი

    Blog

  • 20 წიგნი, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ

    Blog

  • 14 გზა წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად

    Blog

  • როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი

    Blog

  • Eat. Study. Pray for work

    Blog

  • How to turn your idea into a real business?

    Blog

  • CBC 2016 წლის გამარჯვებულები

    Blog

  • Blog

    როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი



    წარმატებული ბიზნესის საფუძველი ძლიერი პარტნიორების ყოლაა. ცუდმა პარტნიორმა შესაძლოა ბიზნესის ჩავარდნა გამოიწვიოს.

    წინამდებარე სტატიაში გვინდა ვისაუბროთ იმ ექვს საკითხზე, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ბიზნეს პარტნიორის შერჩევის დროს.


    • განსხვავებული უნარ-ჩვევები

    პოტენციურ პარტნიორში ეძებეთ ისეთი თვისებები, რომლებიც პირადად არ გაგაჩნიათ და რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესისთვის.

    მაგ: თუ კლიენტებთან კომუნიკაცია თქვენი ძლიერი მხარე არ არის, იპოვეთ ისეთი პარტნიორი, რომელიც კლიენტებთან კომუნიკაციის დროს, თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.

    თქვენი პარტნიორი უნდა იყოს რაღაც სფეროში თქვენზე უკეთესი, მაგ: უკეთ ერკვეოდეს საგადასახადო ან დელეგირების საკითხებში.


    • პარტნიორთან მინიმუმ 1 წლიანი ნაცნობობა

    პარტნიორის შერჩევას არ უხდება სისწრაფე, მნიშვნელოვანია თქვენს მომავალ პარტნიორს მინიმუმ ერთი წელი მაინც იცნობდეთ, ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანები ამჟღავნებენ თავიანთ ძირითად თვისებებს.

    მხოლოდ ნაცნობობა არ არის საკმარისი, უნდა გქონდეთ მათთან საქმიანი ურთიერთობაც, რომ შეაფასოთ ისინი საქმეში.

    მაგ: თუ თქვენი პარტნიორი დიზაინერია, უნდა გქონდეთ გარკვეული შეხება მის ნამუშევრებთან, სამუშაო პროცესთან და ა.შ.


    • მარტივი არითმეტიკა - 1+1=3

    როდესაც საუბარია პარტნიორის შერჩევაზე 1+1 ყოველთვის უნდა იყოს 3, შესაბამისად თქვენი პარტნიორი იმაზე მეტად უნდა ფასობდეს ვიდრე ერთი მთელი, წინააღმდეგ შემთხვევაში რათ გინდათ პარტნიორი, თქვენ დაქირავებულის აყვანაც შეგიძლიათ.


    • პიროვნების შესწავლა

    შეარჩიეთ ისეთი პარტნიორი, რომელიც, არა მხოლოდ პროფესიული კუთხით, არამედ პიროვნულადაც გავსებთ და ამავდროულად თქვენი ხედვა ემთხვევა ერთმანეთს.

    მაგ: თუ ინტროვერტი ხართ, მოძებნეთ ექსტრავერტი, რომელიც უფრო ეფექტურად გაუძღვება კლიენტებთან კომუნიკაციას.


    • პარტნიორთა რაოდენობა

    პარტნიორების ზედმეტმა რაოდენობამ შესაძლოა განაპირობოს ბიზნეს საქმიანობის სერიოზული შეფერხება.

    მართალია ერთი შეხედვით, შესაძლოა იფიქროთ, რომ რაც უფრო მეტი ადამიანია ჩართული ორგანიზაციის მართვაში, მით უფრო მეტი იდეა იბადება, საქმიანობა უფრო მრავალფეროვანია და განსხვავებული აზრები ავსებენ ერთმანეთს.

    თუმცა უნდა გაითვალისწინოთ მედალის მეორე მხარეც, კერძოდ, რაც უფრო მეტი ადამიანია, მით უფრო მეტი ინდივიდუალური მისწრაფებებია, ემოციური დაძაბულობა, კონფლიქტები, რაც საბოლოო ჯამში აფერხებს და ანელებს ბიზნესს.

    ბიზნესის დასაწყებად საუკეთესო ვარიანტია 2-3 პარტნიორი. ამაზე მეტი, როგორც წესი ბევრია.


    • პარტნიორობის იურიდიულად გაფორმება

    ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც მეწარმეები ხშირად უშვებენ არის პარტნიორობის შესახებ შეთანხმების იურიდიულად გაუფორმებლობა.

    წესდებასთან ერთად, შერჩეულ პარტნიორთან აუცილებლად უნდა დადოთ წერილობითი შეთანხმება, სადაც გაიწერება თითოეული თქვენგანის როლი, უფლებამოსილებები, პასუხისმგებლობა, პარტნიორობის შეწყვეტის რეგულაციები და ა.შ.

    მართალია თქვენი ურთიერთობა ნდობას ეფუძნება, თუმცა ბიზნეს უყვარს ყველაფრის წერილობითი სახით დაფიქსირება. ბიზნესში მოქმედებს პრინციპი: „ენდე, მაგრამ შეამოწმე“