12
  • ინოვაციური გამოგონებები

    Blog

  • 14 გზა წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად

    Blog

  • Eat. Study. Pray for work

    Blog

  • 20 წიგნი, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ

    Blog

  • 5 დამღუპველი შეცდომა სტარტაპის დროს

    Blog

  • ახალგაზრდა მეწარმეების ხუთი უმნიშვნელოვანესი უნარი

    Blog

  • CBC 2016 წლის გამარჯვებულები

    Blog

  • საკუთარ თავში ინვესტირება, როგორც ბიზნესის წარმატების საფუძველი

    Blog

  • როგორ გავყიდოთ აპლიკაცია საერთაშორისო ბაზარზე

    Blog

  • როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი

    Blog

  • How to turn your idea into a real business?

    Blog

  • Blog

  • Blog

    საკუთარ თავში ინვესტირება, როგორც ბიზნესის წარმატების საფუძველი



    როგორც წესი, დამწყები ბიზნესმენები ყველაფერს თვითონ აკეთებენ: ბუღალტერია, გაყიდვები, მარკეტინგი და ა.შ.

    ეს ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის, რადგან ამ დროს ადამიანი ყალიბდება ბიზნესმენად, იძენს მეტ ცოდნას და უნარ-ჩვევებს.

    თუმცა საწყისი ეტაპის შემდგომ, ბიზნესმენთა უმრავლეოსბა არ ახდენს ახალი უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით საკუთარ თავში ინვესტირებას, რაც დიდი შეცდომაა.

    მათ გონიათ, რომ ბიზნესის წარმოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის პროდუქტი და ბრენდის განვითარებაა, თუმცა ეს მთლად ასე არ არის - ბიზნესი დგას ადამიანებზე, ასეთი ადამიანების ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც უფრო დიდია, მით უფრო ძლიერია კომპანია, შედეგად, ვითარდება ბრენდი და იყიდება პროდუქტი.

    ბევრ ბიზნესმენს შესაძლოა ჰქონდეს სურვილი, განავითაროს თავისი უნარ-ჩვევები, თუმცა მათ არ იციანი საიდან დაიწყონ, წარმოგიდგენთ რამდენიმე მიმართულებას, რომლებიც დაგეხმარებათ საკუთარ თავში ინვესტირების გზით, განავითაროთ საკუთარი ბიზნესი.

    ასწავლეთ სხვებს


    ბიზნესის წარმოება დიდ გამოცდილებას ძენს ნებისმიერ ადამიანს. დროთა განმავლობაში თქვენი ცოდნა იმდენად იზრდება, რომ სურვილი გიჩნდებათ სხვასაც გაუზიაროთ იგი. ამით, თქვენ არა მხოლოდ სხვა ადამიანებს ახეირებთ, არამედ თავადაც გაიზრდებით პროფესიულად.

    ასწავლეთ სკოლებში ან უნივერსიტეტებში, ონლაინ პორტალებზე ან სხვა ნებისმიერ ადგილას, სადაც მოგეცემათ საშუალება.

    მასწავლების როლის მორგების შემდგომ, თქვენ უფრო მაღალ კვალიფიკაციას შეიძენთ იმ სფეროში, რომელშიც ასწავლით. ასევე სწავლების პროცესი განაპირობებს ახალი იდეების ჩამოყალიბებას.


    ფიზიკური ჯანმრთელობა


    ფიზიკური ჯანმრთელობა არსებითად მოქმედებს თქვენ საქმიანობაზე, რადგან თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გიწყოფთ ხელს, ძალიან ძნელი ხდება კონცენტრირება ბიზნესზე.

    იკვებეთ ჯანმრთელად, რეგულაურად ესტუმრეთ ექიმებს პროფილაქტიკისთვის, გამოყავით პირადი დრო, გაერთეთ მეგობრებთან ერთად და ა.შ. ეს ყველაფერი თქვენს ჯანმრთელობაზე პოზიტიურად აისახება.


    ახალი შეგრძნებები


    რაც არ უნდა პარადოქსული იყო, ახალი შეგრძენებები ანვითარებს კრეატიულობას და ბიზნესის ეფექტურად წარმოებას უწყობს ხელს.

    ამიტომაც, იმოგზაურეთ რაც შეიძლება ბევრი, იპოვეთ ახალი ადგილები, შეიცანით ახალი დროის ტარების საშუალებები და ა.შ.


    სოციალური კაპიტალი


    წარმატებული ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი არის სოციალური კაპიტალი, კერძოდ რაც უფრო მეტი კონტაქტი გყავთ, მით უფრო მეტი შესაძლებლობები გაგაჩნიათ, განსაკუთრებით ისეთი კონტაქტები ფასობს, რომლებიც რაღაც კუთხით დაკავშირებულები არიან თქვენს ბიზნესთან.

    იმისათვის, რომ სოციალური კაპიტალის დაგროვება მოხდეს სწრაფად და მიზნობრივად, კარგი იქნება თუ გაერთიანდებით სხვადასხვა ასოციაციებში და ფორუმებში, დაესწრებით სხვადასხვა ტიპის ტრეინინგებსა და შეხვედრებს.


    იყავით ღია და კონტაქტური, თუ ეფექტურად არ გაიცნობთ ადამიანებს, სოციალური კაპიტალი ავტომატურად არ დაგროვდება.