12
  • CBC 2016 წლის გამარჯვებულები

    Blog

  • როგორ გავყიდოთ აპლიკაცია საერთაშორისო ბაზარზე

    Blog

  • საკუთარ თავში ინვესტირება, როგორც ბიზნესის წარმატების საფუძველი

    Blog

  • ინოვაციური გამოგონებები

    Blog

  • როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი

    Blog

  • 20 წიგნი, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ

    Blog

  • ახალგაზრდა მეწარმეების ხუთი უმნიშვნელოვანესი უნარი

    Blog

  • 14 გზა წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად

    Blog

  • Eat. Study. Pray for work

    Blog

  • Blog

  • How to turn your idea into a real business?

    Blog

  • 5 დამღუპველი შეცდომა სტარტაპის დროს

    Blog

  • Blog

    CBC 2016 წლის გამარჯვებულები




    Creative Business Cup- ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო სტარტაპების კონკურსს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

    საპრიზო ადგილების გარდა, კონკურსზე ხდება სხვადასხვა კატეგორიებში გამარჯვებული კონკურსატების გამოვლენაც.

    გთავაზობთ 2016 წლის გამარჯვებულ სტარტაპებს



    ადგილი:   

                                     

    პირველი ადგილის მფლობელი გახდა გერმანული კომპანია Green city solution.  გუნდმა ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად გააერთიანა ცოდნა და ხელოვნება.

    მათ შექმნეს მფილტრავი ხე - “city trees”, რომელიც სხვადასხვა მცენარეებისაგან შედგება. სპეციალურ, ვერტიკალურად დაყენებულ ხავსს აქვ

    ს ისეთი ნივთიერებების შთანთქვის უნარი, როგორიცაა აზოტი, დიოქსიდი და ოზონი. მფილტრავი ხე იძლევა იმავე ეფექტს, რასაც, 275 ბუნებრივი ხე. აღსანიშნავია, რომ ის 99%-ით ნაკლებ ადგილს იკავებს.

    კომპანიამ პირველი ადგილის გარდა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის კატეგორიის პრიზებიც მიიღო.



    II ადგილი:


    მეორე ადგილის მფლობელი გახდა ჩინური კომპანია - Poputar Smart Guitar. მათი დახმარებით შესაძლებელია თამაშის  საშუალებით შეისწავლოთ მუსიკალური თვისებები, რაც პროცესს კიდევ უფრო მხიარულსა და სასიამოვნოს გახდის.

    კომპანიის მიერ შექმნილი ტექნოლოგია ერგება  სხვადასხვა სახეობის პორტატულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს.

    პროექტი მიმართულია იმისაკენ, რომ შემოქმედებითმა ადამიანებმა, საკუთარი მუსიკალური უნარები მარტივად განავითარონ.

    Poputar Smart Guitar-მა აგრეთვე აიღო ჯილდო თამაშისა და დაკვრის კატეგორიაში.




    III ადგილი:


    მესამე ადგილი ერგო City Tranformer-ს ისრაელიდან. გუნდმა შექმნა მომავლის ავტომობილი, რომლის მართვა შესაძლებელია ჩვეულებრივი მანქანების მსგავსად, ხოლო პარკინგი უფრო მარტივად - მოტოციკლეტის მსგავსად.

    აღნიშნული ინოვაცია, მძღოლებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ისეთი პარკინგის ადგილები, სადაც ადრე მხოლოდ მოტოციკლეტები ყენდებოდა.

    აღსანიშნავია, რომ ეს ავტომობილი იტენება ელექტრო ბატარეებზე. ეს ფაქტორი კიდევ ერთ უდიდეს პლიუს წარმოადგენს გარემოზე ზრუნვის მიმართულებით.

    მთავარი გამარჯვებულების გარდა კონკურსზე გამოვლინდა სხვადასხვა კატეგორიების გამარჯვებული სტარტაპები.

    კვების სექტორში პრიზი მოიპოვა HotClick-მა, კომპანია ჩილედან. მისმა გუნდა გადაჭრა მილიონობით დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანის ყოველდღიური პრობლემა.

    ახალი ტექნოლოგიების საშუალებით კომპანია გაძლევთ შანსს მიირთვათ სახლში დამზადებული საჭმელი, სახლის გარეთ.

    ტექნოლოგირ გამოწვევაში გაიმარჯვა სამხრეთ კორეულმა კომპანია- Innomdle Lab.

    გამოცდილმა გუნდა შექმნა უნიკალური პროედუქტი მობილური სიგნალის სახით, რომელიც საშუალებას იძლევა თითის წვერის ყურზე დადებისას განახორციელოთ ზარი. ეს პროდუქტი ყველაზე მოსახერხებელია ავტომობილის მართვის დროს.

    Creative Business Cup-ის საერთაშორისო კონკურსი 2017 წელსაც იგეგმება, რაც ქართველ სტარტაპერებს უნიკალურ შანს აძლევს გახდნენ მსოფლიოში წარმატებული სტარტაპ კომპანიების ნაწილი!