12
  • ჭამე. ისწავლე. ილოცე სამსახურისთვის

    ბლოგი

  • საკუთარ თავში ინვესტირება, როგორც ბიზნესის წარმატების საფუძველი

    ბლოგი

  • CBC 2016 წლის გამარჯვებულები

    ბლოგი

  • როგორ გავყიდოთ აპლიკაცია საერთაშორისო ბაზარზე

    ბლოგი

  • ინოვაციური გამოგონებები

    ბლოგი

  • როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი

    ბლოგი

  • 20 წიგნი, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ

    ბლოგი

  • ახალგაზრდა მეწარმეების ხუთი უმნიშვნელოვანესი უნარი

    ბლოგი

  • 14 გზა წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად

    ბლოგი

  • არჩევანი-არადანი - ჩვენი მომავალი პროფესია

    ბლოგი

  • როგორ ვაქციოთ იდეა რეალურ ბიზნესად?

    ბლოგი

  • 5 დამღუპველი შეცდომა სტარტაპის დროს

    ბლოგი

  • ბლოგი

    14 გზა წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად



    თუ ხართ შთაგონებული და მოგივიდათ საოცარი იდეა, რომლის რეალიზებაც გწყურიათ, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.

    წარმოგიდგენთ გეგმას, რომელშიც ნაბიჯ-ნაბიჯაა განსაზღვრული თქვენი იდეის ბიზნესად ქცევის ეტაპები.


    • გამოიკვლიეთ ბაზარი და აირჩიეთ თქვენი სამიზნე მომხმარებელი - არ დახარჯოთ დრო და ფული, იმაზე რაც არავის ანტერესებს. 
    • დაწერეთ ბიზნეს გეგმა- განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და სტრატეგია, რათა შემდგომ იხელმძღვანელოთ ამ გეგმით.
    • იპოვეთ თანადამფუძნებელი ან პარტნიორი- იპოვეთ ვინმე ვინც შეავსებს თქვენს საჭიროებებსა და სისუსტეებს;
    • აარჩიეთ დაფინანსების წყარო- თვითუზრუნველყოფა, სესხი, ინვესტირება. შეადარეთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
    • შექმენით თქვენი პრეზენტაცია- თუ ინვესტიციებს გარედან იძიებთ, შექმენით ეფექტური პრეზენტაცია, რომელიც ნათლად წარმოუდგენს თქვენს პროდუქტსა და მის მახასიათებლებს პოტენციურ ინვესტორებს.
    • შეარჩიეთ სახელი- ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ერთი სახელით, რომელიც თქვენ მოგწონთ, უნდა გაითვალისწინოთ როგორ აღიქვამენ მომხმარებლები მას.
    • შეარჩიეთ ბიზნესის სტრუქტურა - ინდ. მეწარმე, მცირე და მიკრო მეწარმე, შპს სააქციო საზოგადოება კოოპერატივი, არაკომერციული ორგანიზაცია და სხვა.
    • შექმენით ბრენდი და განავითარეთ თქვენი პროდუქტი- განსაზღვრეთ რა აუცილებელ მახასიათებლებს აქცევენ ყურადღებას თქვენი მომხმარებლები.
    • დაიცავით თქვენი აქტივები- დაარეგისტრირეთ სასაქონლო ნიშანი, პატენტი და დიზაინი. შექმენით სხვადასხვა ხელშეკრულებების ფორმები.
    • იპოვეთ გუნდი- ბუღალტერი, იურისტი, დამზღვევი, საბანკო აგენტი.
    • იპოვეთ ოფისი-იპოვეთ შესაბამისი ოფისი, რომელიც ეფექტური იქნება თქვენი ბიზნესის განხორციელებისთვის.
    • ისწავლეთ სხვის შეცდომებზე- განსაზღვრეთ საშიშროებები და მათი თავიდან აცილების გზები, ისწავლეთ თქვენი კონკურენტების შეცდომებისგან.
    • კომპანიის მართვა-კომპანიის მართვა არ არის მარტივი, თქვენ დაგჭირდებათ ბევრი რამის სწავლა, კერძოდ როგორ აიყვანოთ კადრები, როგორ განახორციელოთ მოლაპარკებები კლიენტებთან და ა.შ.
    • ისწავლეთ და განვითარდით - არ შეაჩეროთ თქვენი უნარ-ჩვევების და ცოდნის განვითარება, ისწავლეთ მუდმივად და რაც შეიძლება მეტი, მხოლოდ ასე მიაღწევთ საწადელს - თქვენი იდეის ეფექტურ ბიზნესაც ქცევის სახით.