12
  • საკუთარ თავში ინვესტირება, როგორც ბიზნესის წარმატების საფუძველი

    ბლოგი

  • CBC 2016 წლის გამარჯვებულები

    ბლოგი

  • როგორ გავყიდოთ აპლიკაცია საერთაშორისო ბაზარზე

    ბლოგი

  • ინოვაციური გამოგონებები

    ბლოგი

  • როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი

    ბლოგი

  • 20 წიგნი, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ

    ბლოგი

  • ახალგაზრდა მეწარმეების ხუთი უმნიშვნელოვანესი უნარი

    ბლოგი

  • 14 გზა წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად

    ბლოგი

  • ჭამე. ისწავლე. ილოცე სამსახურისთვის

    ბლოგი

  • არჩევანი-არადანი - ჩვენი მომავალი პროფესია

    ბლოგი

  • როგორ ვაქციოთ იდეა რეალურ ბიზნესად?

    ბლოგი

  • 5 დამღუპველი შეცდომა სტარტაპის დროს

    ბლოგი

  • ბლოგი

    ჭამე. ისწავლე. ილოცე სამსახურისთვის



    ყველასათვის ცნობილია, თუ როგორი დატვირთულია ორშაბათი დღე. ის არც ჩვენს უნივერსიტეტში გამოირჩევა განსხვავებულობით. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, ენერგია გამოცლილი და გამოფიტული სტუდენტები ლექციებზე დასასწრებად და ახლის შესასწავლად მოდიან, იმ იმედით, რომ სწავლის ძირი მწარე არის და კენწეროში ოდესმე მაინც გატკბილდება; უკანასკნელ ძალ-ღონეს იკრეფენ და 2 საათით ესწრებიან ლექციებს, რომლის კრედიტების მოსაპოვებლად წელიწადში 3000 ლარს, ზოგი 5000-ს და მეტსაც იხდის.


    ამ რამდენიმე ხნის წინ, უნივერსიტეტის ლიფტში ორ სტუდენტთან ერთად აღმოვჩნდი და ჩემდაუნებურად გავიზიარე  მათ თვალით  დანახული წარმატებული მომავალი. შევეცდები მათი დიალოგი შეუცვლელად წარმოგიდგინოთ:


    გოგო: აუ, აღარ შემიძლია ამ 50 გვერდიანი ლექციების კითხვა ყოველკვირეულად. რას გვაძლევს ამ 700 გვერდიანი წიგნის სწავლა უნივერსიტეტში?


    ბიჭი: დარწმუნებული ვარ, კურსის დასრულების შემდეგ თავში არაფერი დაგვრჩება, მაგრამ საბოლოო ჯამში ავიღებთ დიპლომს და რომელიმე წარმატებულ კომპანიაში დავიწყებთ მუშაობას. თავიდან  6 თვე მაგრად „ვიპახავებთ“, წარჩინებით გავივლით არაანაზღაურებად, სტაჟირების ეტაპს, მოგვცემენ სტაჟირების წარმატებით დასრულების  სერთიფიკატს და გამოგვიშვებენ სახლში.


    გოგო: უკეთეს შემთხვევაში, დედა დაურეკავს თავის ნათესავს, რომელსაც კარგი ნაცნობი ყავს იმ კომპანიაში და ჩაგშტატავენ.


    ბიჭი: ან, თუ გაგიმართლა და ახლობლის ჩარევის გარეშე დაგიტოვეს, თავიდან ხელფასი  300 ლარი გექნება. რამოდენიმე თვეში დაგაწინაურებენ და ანაზღაურება 500 ლარამდე გაიზრდება. 2 წლის შემდეგ, დაწინაურების შედეგად, შენი ხელფასი 700 ლარამდე მოიმატებს... მეტი რა გინდა? 700 ლარი ცოტაა? ვიცნობ სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომლებიც ბევრს შრომობენ, დაახლოებით დღეში 10-11 საათს, ასეთ „მაღალანაზღაურებად“ პოზიციამდე რომ მიაღწიონ.


    მათი საუბარი არ გამკვირვებია. სტუდენტების თითქმის უმრავლესობა უნივერსიტეტში მსგავს სამსახურში დასაქმების იმედით აბარებს. 


    პირადად მე მაგისტრატურის სტუდენტი ვარ. სკოლის სწავლების საფეხურის გათვალისწინებით მეთვრამეტე წელია ვსწავლობ (12 წელი სკოლა, 4 წელი ბაკალავრიატი, 2 წელი მაგისტრატურა). 18 წლის მანძილზე, სწავლების არცერთ საფეხურზე, 700 გვერდიანი წიგნის არც ერთ ფურცელზე არასდროს წამიკითხავს და არც არავის უთქვამს, რომ უნარები, რომელსაც განათლების სხვადასხვა საფეხურზე ვიძენთ, შესაძლებელია „წარმატებული“ კომპანიების გარდა, საკუთარი ბიზნესის წამოწყებას მოვახმაროთ.  საქმე იმაშია, რომ ჩემი თაობისთვის არავის ჩაუნერგავს, რომ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ბიზნესის წამოწყება კრეატიული იდეისა და მონდომების საშუალებით. არავის აუხსნია ჩვენთვის, თუ რაოდენ დიდი  სარგებლის მოტანა შეუძლია კრეატიულ ინდუსტრიას პირადად შენთვის და შენი ქვეყნისთვის. არავის ერთხელაც არ წამოცდენია, რომ სხვაზე მუშაობით ვერასდროს გამდიდრდები.


    სამწუხარო რეალობა არის ის, რომ 18 წლიანი თავდაუზოგავი სწავლისა და განათლებაში დაბანდებული  ათიათასობით ლარის შემდეგ,  ვიწყებთ მუშაობას ორგანიზაციაში, სადაც ხშირ შემთხვევაში კარიერული წინსვლის საშულება კი არა, ფიქრის უფლებაც კი არ გვეძლევა და ვიყინებით ერთ ადგილზე, ვმუშაობთ თავდაუზოგავად თვის ბოლოს  „მაგიური“  ანაზღაურების - 400 ლარის მოლოდინში.  ამ ხელფასით კი, რეალურად, სწავლაში გადახდილ თანხასაც ვერ ვანაზღაურებთ.


    საბედნიეროდ, დღევანდელ საქართველოში გაჩნდა ახალი შესაძლებლობები, გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარი იდეის ბიზნესად ქცევაში ეხმარებიან.  გამოჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებიც მომართულნი არიან კრეატიული ინდუსტრიების განვითარებისაკენ.  საკუთარი იდეის ბიზნესად ქცევას კი მხოლოდ კრეატიული იდეა და თავდაუზოგავი შრომა სჭირდება. 


    წარმატების მიღწევის პრინციპი ასეთია: ორგანიზაციაში სხვითვის მუშაობისას დახარჯულ ენერგიას ვაბანდებთ საკუთარ იდეაში, ვმუშაობთ თავდაუზოგავად ჩვენი ბიზნესისათვის, შედეგად კი ვიღებთ საკუთარ, წარმატებულ ბიზნესს და ბევრად მაღალ ანაზღაურებას.


    ჩვენ კი, როგორც ახალგაზრდა თაობა, ვდგებით დილემის წინაშე: ვიმუშავოთ სხვებისთვის, სხვა ორგანიზაციაში თავდაუზოგავად, თუ შევქმნათ საკუთარი, მომგებიანი ბიზნესი, მას დავახარჯოთ ჩვენი ფასდაუდებელი ენერგია და გამოვიყენოთ ჩვენი უნარები  საკუთარი იდეის ხორცის შესხმაში?

    გოგონა დრაკონის ტატუს გარეშე