16
  • TeamLab ვორქშოფი „Creative Estonia“-თან ერთად თბილისში

    კალენდარი

  • TeamLab ვორქშოფი „Creative Estonia“-თან ერთად ბათუმში

    კალენდარი

  • TeamLab ვორქშოფი „Creative Estonia“-თან ერთად ქუთაისში

    კალენდარი

  • 5 დამღუპველი შეცდომა სტარტაპის დროს

    ბლოგი

  • არჩევანი-არადანი - ჩვენი მომავალი პროფესია

    ბლოგი

  • საკუთარ თავში ინვესტირება, როგორც ბიზნესის წარმატების საფუძველი

    ბლოგი

  • უირიო ოიასაარი სიბისი 2017-ის შესახებ

    ბლოგი

  • ახალგაზრდა მეწარმეების ხუთი უმნიშვნელოვანესი უნარი

    ბლოგი

  • როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი

    ბლოგი

  • CBC 2016 წლის გამარჯვებულები

    ბლოგი

  • როგორ ვაქციოთ იდეა რეალურ ბიზნესად?

    ბლოგი

  • ჭამე. ისწავლე. ილოცე სამსახურისთვის

    ბლოგი

  • 20 წიგნი, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ

    ბლოგი

  • 14 გზა წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად

    ბლოგი

  • როგორ გავყიდოთ აპლიკაცია საერთაშორისო ბაზარზე

    ბლოგი

  • ინოვაციური გამოგონებები

    ბლოგი

  • ბლოგი

    როგორ გავყიდოთ აპლიკაცია საერთაშორისო ბაზარზე



    ხშირად დეველოპერები საკუთარ პროდუქციას საზღვარგარეთ ყიდიან, რაც მეტად მომგებიანია მათი საქმიანობისათვის.

    აპლიკაციებს გლობალური ხასიათი გააჩნიათ, ამიტომ მათი საერთაშორისო ბაზარზე გატანა აუცილებელია. დეველოპერები ხშირად ეძებენ ახალ, აქტიურ მომხმარებლებს უცხო ქვეყნებში. ეს პროცესი, თავის მხრივ, ავითარებს ბიზნესს და აპლიკაციის მომხმარებელთა რიცხვსაც მნიშვნელოვნად ზრდის.

    დეველოპერები ქმნიან აპლიკაციების ფართო არჩევანს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები მომხმარებლებისთვის. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აპლიკაციის მასშტაბურობას. მიუხედავად ამისა, საერთასორიშო ბაზარზე შეღწევა მარტივი სულაც არ არის.

    ამ დროს, გასათვალისწინებელია კონკრეტული ტიპის მომხმარებლების მისწრაფებები, უპირატესობები, კულტურა და სხვა ადგილობრივი ცვალებადობები, რომელთაც შეუძლიათ შეაფერხონ საუკეთესო სტრატეგიული გეგმებიც კი. ამიტომაც, ასე უბრალოდ ვერ მოხერხდება თამაშის ან აპლიკაციის აღება ერთი ბაზრიდან და მისი შეტანა სხვა ბაზარზე, თუკი ის არ მოერგო შესაბამისი ბაზრის მოთხოვნილებებს.

        განვიხილოთ 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც საზღვარგარეთ აპლიკაციის გაშვებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ


        1.  ენა

      როგორც წესი, საერთაშორისო ბაზარზე შესვლისას, ერთ-ერთ ბარიერად გვევლინება აპლიკაციის ენა. მიუხედავად ამისა, ეს რთულად გადასაჭრელი პრობლემა სულაც არ არის. გაგიკვირდებათ, მაგრამ ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა, ჰონგ-კონგი, სინგაპური და მალაიზია, უმეტეს შემთხვევაში საერთაშორისო ენაზე მხოლოდ აპლიკაციის ძირითადი ნაწილი, მისი შინაარსია წარმოდგენილი. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, დეტალური თარგმანი აუცილებელი სულაც არ არის, მთავარია მომხმარებელმა შეძლოს სწორად აღიქვას თქვენი მომსახურების შინაარსი და შეძლოს აპლიკაციის წაკითხვა.


    2. შინაარსი

    აპლიკაციის მომგებიანად გაყიდვისას დიდ როლს თამასობს იმ ადგილმდებარეობის უპირატესობები, სადაც აპლიკაციის გაშვება ხდება. დღეს, "გეიმ" დეველოპერებისთვის ყველაზე შემოსავლიანი ბაზარი არის სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ავსტრალიაში. აღანიშნავია ისიც, რომ საუკეთესოდ გაყიდვადი თამაშები, რეალურად, ერთმანეთისაგან უმნიშვნელოდ განსხვავდება . მაგალითად, ავსტრალიელ მყიდველებს მოსწონთ სპორტული , ხოლო აზიელებს უფრო მეტად სტრატეგიული და მრავალპროფილიანი თამაშები. ასე რომ დეველოპერები ამ ბაზრებზე ვალდებულნი არიან დაეყრდნონ მოცემულ ინფორმაციას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თითოეული ქვეყანა განსხვავდება თავისი მოთხოვნილებებით თამაშის შინაარსისა და კატეგორიის თვალსაზრისით, თუმცა თუკი პროდუქტი მაღალი ხარისხით არის წარმოდგენილი, დიდი შანსი აქვს კონკურენტუნარიან ბაზრებზე თავის დამკვიდრებისა.


    3. ტესტირება

     კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობაში შესაძლებელია აპლიკაციის ტესტირება ძალიან მარტივად, ხელმისაწვდომ ფასში. ეს ხელს უწყობს მოცემული ბაზრის მოთხოვნილებების შესწავლას და მათზე მორგებული პროდუქციის შექმნას. ამისათვის ყველაზე ხელსაყრელი სივრცე არის ონლაინ მარკეტინგული პლატფორმა, რომელიც დეველოპერებს ეხმარება აქტიური მომხმარებლების მოძიებაში. ტესტირებით ასევე შესაძლებელია წინასწარ განსაზღვრო, თუ რომელ ბაზარზე არის უკეთესი ინვესტიციების განხორციელება. შესაბამისად, პირველ ეტაპზე, თითოეულ ბაზარზე მარკეტინგული მცირე ბიუჯეტის გამოყენება ბევრად უფრო მომგებიანია ამ ბაზრებზე მორგებული ახალი პროდუქტის რეალიზაციისთვის.

       ზემოთ განხილული ფაქტორებიდან გამომდინარე, კულტურულ განსხვავებებს, ენის ბარიერებს და გაყიდვების ხარისხს არ აქვს იმდენად დიდი მნიშვნელობა , რამდენადაც მხიარული, გასართობი პროდუქტით ბაზრების მომარაგებას. დეველოპერები კი ცდილობენ შექმნან თითოეული ქვეყნის ბაზარზე მორგებული აპლიკაციები და თამაშები, რათა მათმა პროდუქციამ მეტად უნივერსალური და მასშტაბური სახე მიიღოს.