12
  • 20 წიგნი, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ

    ბლოგი

  • 5 დამღუპველი შეცდომა სტარტაპის დროს

    ბლოგი

  • ახალგაზრდა მეწარმეების ხუთი უმნიშვნელოვანესი უნარი

    ბლოგი

  • 14 გზა წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად

    ბლოგი

  • CBC 2016 წლის გამარჯვებულები

    ბლოგი

  • ჭამე. ისწავლე. ილოცე სამსახურისთვის

    ბლოგი

  • საკუთარ თავში ინვესტირება, როგორც ბიზნესის წარმატების საფუძველი

    ბლოგი

  • როგორ გავყიდოთ აპლიკაცია საერთაშორისო ბაზარზე

    ბლოგი

  • ინოვაციური გამოგონებები

    ბლოგი

  • როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი

    ბლოგი

  • როგორ ვაქციოთ იდეა რეალურ ბიზნესად?

    ბლოგი

  • არჩევანი-არადანი - ჩვენი მომავალი პროფესია

    ბლოგი

  • კრეატიული მეწარმეობის აკადემია 2017: კრეატიული ეკოსისტემებისა და ბიზნესების პროექტირება

    10:00 - 17:00 | აკადემია

    20 - 22

    აპრ

    სამუშაო ენა: ინგლისური (ქართული თარგმანით)


    ვინ არის მოწვეული? 


    თუ თქვენ მუშაობთ კრეატიული ენტერპრენორების დასახმარებლად, რათა მათ მოახდინონ საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია,  ეს ტრენინგ კურსი თქვენთვისაა.  ჩვენ ვიწვევთ  ნაციონალური, რეგიონალური და ადგილობრივი დონის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებებს, კრეატიული ჰაბების მენეჯერებს, კულტურული ინსტიტუტების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ცენტრებს, ინკუბატორებსა და კრეატიულ ანტერპრენიორებს, ბიზნესებსა და ინვესტორებს.


    რას მიიღებთ?


    — გაეცნობით კრეატიული სექტორის განვითარებას ევროპის ქვეყნებში და გაიგებთ თუ რა როლი ენიჭებათ ქალაქებს განვითარებად რეგიონებში;

    — გაეცნობით თუ როგორ უნდა მართოთ კრეატიული პროცესი და ინოვაციები, და როგორ შეიძლება კრეატიული აზროვნების გამოყენება, ხალხის, რეგიონების, ქალაქებისა და ორგანიზაციების წინაშე წამოჭრილ გამოწვევებზე საპასუხო ინსტრუმენტის სახით;

    — გაიგოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კრეატიული ინდუსტრიები ინოვაციისა და ზრდისათვის; გაეცნობით კრეატიული ეკოსისტემის შექმნისა და მხარდაჭერის საშუალებებს მეწარმეობის განსავითარებლად;

    — გაიგოთ, თუ რა სარგებელს იღებენ სხვა ინდუსტრიები კრეატიულ ადამიანებთან ერთად მუშაობისას და როგორ შევუწყოთ ხელი მათ თანამშრომლობას;

    — გაიგოთ მეტი კრეატიული მეწარმეობისა და მისი თავისებურების შესახებ;

    — გააცნობიერებთ, თუ რატომაა მნიშვნელოვანი კრეატიულ ბიზნესები, როგორ წარვადგინოთ ბიზნეს მოდელი და როგორ ვესაუბროთ ინვესტორებს.


    ვინ იქნება სპიკერი?


    ჩვენი მოწვეული ლექტორების სია შედგება საერთაშორისო დონის სპიკერებისაგან:

    • რაგნარ სიილი - ექსპერტი კულტურისა და კრეატივის დარგში, EU-Eap კულტურისა და კრეატივის განვითარების პროგრამა;  
    • იურიო ოიასაარი - ანტერპრენიორი, StartUp Wise Guys;  
    • იორმა სარვი - საერთაშორისო პროგრამის ხელმძღვანელი, Estonia 100-ის საორგანიზაციო კომიტეტი, ესტონეთის სამთავრობო ოფისი.
    • ევა ლემეტი - გენერალური დირექტორი, Creative Estonia.


    საერთაშორისო ტრენინგ-კურსი უფასოა, თუმცა აუცილებელია რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაციის გასავლელად შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს დასწრება ,რომელიც მდებარეობს ამ გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში. მადლობელი ვიქნებით, თუ აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულ კოლეგებს გაუზიარებთ ინფორმაციას ჩვენი ტრენინგის შესახებ.


    რეგისტრაციისათვის დააჭირეთ აქ


    საკონტაქტო ინფორმაცია:


    Contact for Program:

    გელა სული 

    სი - ბი - სი ჯორჯია

    ტელ: +995 595057495

    მეილი: [email protected]


    გრეტე კოდი 

    Creativity Lab

    მეილი: [email protected]




    პარტნიორები